Sunday, November 22, 2015

სატანიზმი… პირველად რა გახსენდებათ ამის გაგონებაზე? გატყავებული კატები? საშინელი რიტუალები და ბოროტების მსხაურება? ვითომ, მართლა ესეა? ქვემოთ მოყვანილია სატანისტების და სატანიზმის წესები ცოდვები და საფუძვლები, რომლებიც დარწმუნებული ვარ ოდნავ მაინც შეცვლის თქვენს წარმოდგენას სატანიზმზე და მათ მიმდევრებზე, ასევე ბევრ მცდარ შეხედულებას კითხვისნიშნის ქვეშ დააყენებს
სატანიზმის საფუძვლები

  1. სატანა განასახიერებს წაქეზებას ნაცვლად თავშეკავებულობისა.
  2. სატანა განასახიერებს ცხოვრებისეულ ყოფას ნაცვლად სულიერი ილუზიებისა.
  3. სატანა განასახიერებს შეუბღალავ სიბრძნეს, ნაცვლად ფარისევლურად თავის მოტყუებისა.
  4. სატანა განასახიერებს სიყვარულს მათთვის ვინც ამას იმსახურებს, ნაცვლად მლიქვნელებზე დახარჯული სიყვარულისა.
  5. სატანა გასანსახიერებს შურისძიებას ნაცვლად მეორე ლოყის მიშვერისა.
  6. სატანა განასახიერებს პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობიანების მიმართ, ნაცვლად ფსიქიკურ ვამპირებზე ზრუნვისა.
  7. სატანისთვის ადამიანი წარმოადგენს მხოლოდ და მხოლდ მორიგ ცხოველს, რომელიც ზოგჯერ უკეთესი, ხოლო უმეტეს შემთხვევაში კი იმათზე უარესია რომლებიც ოთხ ფეხზე დადიან, რომელიც თავისი “განვითარების, სულიერების და ინტელექტის” ხარჯზე ყველაზე ცოდვილ ცხოველად იქცა.
  8. სატანა წარმოადგენს ყველა ე.წ. ცოდვას, თუ მათ ფიზიკური, გონებრივი, ან ემოციონალური სიამოვნება მოაქვთ.
  9. სატანა ეკლესიისათვის საუკეთესო მეგობარი იყო, რადგან ის, მთელი ამ წლების განმავლობაში, ხელს უწყობდა მათ ბიზნესს.
დედამიწაზე ცხოვრების 11 სატანისტური წესი
  1. ნუ დააფიქსირებ საკუთარ მოსაზრებას და ნურავის მისცემ რჩევას, თუ შენთვის არ უთხოვინათ ამის გაკეთება.
  2. ნუ მოუყვები სხვებს საკუთარი უსიამოვნებების შესახებ, თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ მათ ამის მოსმენა უნდათ.
  3. სხვის ბუნაგში ყოფნისას, მეპატრონეს პატივი ეცი, თუ არა და იქ მეტი ნუღარ გამოჩნდები.
  4. თუ სტუმარი შენს ბუნაგში გაჯავრებს, გაუსწორდი მას სასტიკად და უმოწყალოდ.
  5. ნუ გააკეთებ სექსუალურ ავანსებს, თუ საამისო მიპატიჟების სიგნალი არ მიგიღია.
  6. ნუ აიღებ იმას, რაც შენ არ გეკუთვნის, თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ ეს ნივთი მის პატრონს ტვირთად აწევს და მის თავიდან მოშორებას ლამობს.
  7. ნუ უარყოფ მაგიის ძალას თუ შენ ის წარმატებით გამოიყენე, თუ წარმატების შემთხვევაში, შენ მაგიას უარყოფ, წაგერთმევა ყველაფერი რასაც მიაღწიე.
  8. ნუ დაიწყებ იმაზე ჩივილს, რაც შენ არ გეხება.
  9. პატარა ბავშვებს ნურაფერს დაუშავებ.
  10. არ მოკლა არაადამიანური წარმოშობის ცხოველები, თუ ისინი არ დაგესხნენ თავს, ან საჭმელად არ გჭირდება.
  11. გაშლილ ადგილას სიარულისას, ნურავის შეაწუხებ. თუ ვინმე გაწუხებს, სთხოვე რომ გაჩერდეს, თუ არ გაჩერდა _ გაანადგურე.
სატანისტური ცოდვები
სატანისტური “ცოდვები”, უფრო სწორად კი თვისებები, რომელიც არ უნდა გააჩნდეს სატანისტს არის:
  1. სისულელე.
  2. პრეტენზიულობა.
  3. სოლიფსიზმი.
  4. საკუთარი თავის მოტყუება.
  5. ჯოგური კონფორიზმი.
  6. შეხედულებების ფართე არეალის არქონა.
  7. წინა თაობების გამოცდილების არცოდნა.
  8. კონტრპროდუქციული სიამაყე.
  9. არაესთეტიურობა

სატანიზმი როგორც ორგანიზებული სექტა მეჩვიდმეტე საუკუნემდე არ გვხვდება. მე-17 საუკუნიდან კათოლიკურმა ეკლესიამ მღვდლების დევნა დაიწყო, რომლებსაც ბრალს დებდნენ მაგიური, ბოროტი ძალის გამოყენებაში. ასევე მეჩვიდმეტე საუკუნეში პირველად დაიბეჭდა მაგიის წიგნი The Grimoire of Honorius რომელშიც დაწერილი იყო დემონის გამოსაძახებელი ლოცვები.
მეთვრამეტე საუკუნეში სატანიზმის მიმდევრები ნაკლებად გვხვდება. ინგლისში კლუბ Hellfire ს წევრებს ხშირად მოიხსენიებდნენ სატანისტებად, მაგრამ სერ ფრანცის დაშვუდის მიერ დაარსებული კლუბის წევრები სულაც არ იყვნენ სატანისტები. ისინი უბრალოდ ეწეოდნენ ისეთ ცხოვრებას რომელიც საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო.

მეცრამეტე საუკუნის ყველაზე გამოჩენილი სატანისტი Joseph Boullan ია. იგი კარმელის ეკლესიის მთავარი მღდელი გახდა და მრევლთან ერთად შავი მაგიის გამოყენება დაიწყო.
კარმელის ეკლესია Eugene Vintras ის მიერ დაარსდა. 1839 წელს ვინტრასმა განაცხადა რომ მას ქონდა ხილვა სადაც მთავარანგელოზ მიქაელისგან და სულიწმინდისგან მიიღო ცნობა რომ მას უნდა დაეარსებინა ახალი რელიგია. ( გამოდის რომ სატანიზმი თავად მთავარანგელოზების მიერ ყოფილა შექმნილი )
ძველი სატანიზმის მიმდევრებს უფრო შავი მაგიის გამო ეძახდნენ სატანისტებს. დაზუსტებით არ ვიცი ისინი თაყვანს სცემდნენ თუ არა ლუციფერს. თუმცა “ბნელი ძალების” გამოყენების გამო ისინი საზოგადოებისთვის სატანისტები იყვნენ.


თანამედროვე სატანიზმი
თანამედროვე სატანიზმის ყველაზე მრავალრიცხოვანი მოძრაობა 60 იან წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო. მორაობის წინამძღოლი ანტონ ლავეი იყო. მან 1966 წელს სან ფრანცისკოში სატანის ეკლესია დაარსა რომელმაც ძალიან მალე მიიქცია მედიის ყურადღება. ეკლესიის სიმბოლოდ ამოტრიალებული პენტაგრამა აირჩიეს რომელსაც ბაფჰომეტს ეძახდნენ. ლავეი რიტუალებისთვის ენოქიურ ენას იყენებდა.
ეკლესიას მალევე გაუჩდნენ მიმდევრები. ისინი ძირითადად საშუალო კლასის წარმომადგენელი ოკულტისტები, რასისტები და პოლიტიკოსები იყვნენ. ერთი წლის შემდეგ მათი რიცხვი 25 000 აღემატებოდა და მათ რიგებში გამოჩენილი ადამიანებიც იყვნენ


ჰოო და კიდევ ერთი, იცოდით რომ პირველი სატანისტის ძარღვებში ქართული სისხლი ჩქებს?  ის თავს გარდა ქართველობისა რუმინელად ფრანგად და ებრაელადაც მიიჩნევდა.
ის 1930 წლის 11 აპრლის დაბადებული ენტონ სზანდორ ლეივი იყო.

სულესიყო. მადლობა თემუკას რომ მოგვმართა. ველი კიდევ სხვა იდეებს..
ლილი. <3

2 comments: