Thursday, November 26, 2015

ვუდუს თოჯინა

რატომ შეიძლება შევქმნათ ვუდუს თოჯინა?
მიზეზი შეიძლება იყოს გართობა ან ინტერესის დაკმაყოფილება, რომელმაიც შეიძლება შეიწიროს თქვენი სიცოცხლე. ან შურისძიება, რომელიც გიბიძგებთ ბოროტების ჩადენისკენ.
როგორ მოქმედებს ვუდუს თოჯინა? როგორ შეიძლება გააკეთოს ამდენი რამ ერთი შეხედვით უბრალო თოჯინამ?
მთავარია ვინ აკეთებს ამ თოჯინას! თუ თოჯინას აკეთებს ადამიანი რომელიც კონცენტრირებულია კონკრეტულ მიზანზე, გონებით და გულით აკეთებს ამას, მაშინ მისი ნეგატიური ენერგეტიკა გადადის თოჯინაში და ის უნვე ბოროტების მომტანია. მთელი შენი ფიქრები უნდა ჩადო ამ თოჯინაში, მთელი გულით უნდა აკეთებდე მას, უნდა ცდილობდე მის გაცოცხლებას და ნეგატიური ენერგიის გადაცემას. შემდეგ უკვე შეიძლება ჩადო ამ თოჯინაში მსხვერპლის სახელი დამისი: თმა, ფრჩხილი, სამოსი, სისხლი ან სხვა რამ…
როდესაც მზად იქნებით დაიწყეთ ნაჭრის კერვა. ნაჭერში ჩადე ბამბა და სამიზნის ნივთი/ან სხეულის ნაწილი. კერვის პროცესში სასურველია თუ იქნებით სასაფლაოს ტერიტორიაზე და იფიქრებთ სამიზნეზე და იმაზე თუ რა გსურთ, რომ გადახდეს მას. თოჯინის გაკეთების დროს აუცილებლად უნდა გქონდეს ავი სულისგან დამცავი თილისმა. გაინტერესებს როგორ გააკეთო თილისმა?
მზადების როს მორჩენილი საგნები არ გაჩერო სახლში, სასწრაფოდ მოიშორეთ ისინი. სასურველია თუ დაწვავთ. სასურველია, რომ დამზადებული თოჯინა აჩუქოთ სამიზნეს, მაგრამ თუ პირადად გადაცემას ვერ ახერხებთ, მაშინ შეეცადეთ რამენაირად მის სახლში მოხვდეს ან მასთან ძლიან ახლოს.
წყარო: კუდიანის ბლოგი
იმედია მოგეწონათ ^^
ლილი.

No comments:

Post a Comment