მაგია ეს არის ზებუნებრივი ძალა რომელიც ახდენს ზემოქმედებას, მაგიას შეუძლია გავლენა მოახდინოს მოვლენებზე ადამიანებზე და საგნებზე.მისი შესაძლებლობები შეუზღუდავია.დღეს მაგიის გავლენა იმდენად დიდია რომ თეოლოგები შიშობენ არ იქცეს დაკანონებულ მოვლენად საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ფილოსოფოსების აზრით მაგია სულაც არ არის რელიგია და მაგის და რელიგიას შორის ის განსხვავებაა, რომ მორწმუნეს სჯერა ღმერთის არსებობის და მასზე ამყარებს იმედებს ჯადოქარს კი მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს. არის ესეთივერსია რომ მაგია უფრო მეცნიერებას ენათესავება ვიდრე რელიგიას. მაგია ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს აგრესიული და დაცვითი. მაგიის წარმოშობიდან დღემდე საუკუნეები გავიდა და ამ პრობლემაზე მრავალი წიგნი გამოვიდა.
- აგრესიული მაგია — ადამიანს ზებუნებრივი ძალით გადაეცემა. თილისმის ტარებით ან მაგიური წამლის მოხმარებით.
- ინიციური (დაწყებითი, ტრანსმისიონერული, ინიცეპციური მაგია)- ასეთი მაგია ჯადოქრობისგან შორსაა, ამიტომ სრულდება მოქმედების დასაწყისი, მისი დასრულება მაგიას ეკისრება.
- პარციული(კონტაგიოზური) — ამ დროს ჯადოქრობა სრულდება არა უშუალოდ ობიექტზე არამედ მის ტანსაცმელზე, თმაზე, ფრჩხილზე და ა. შ.
- იმიტარული(ჰომეოპათიური, სიმილური) — ასეთ შემთხვევაში მაგია უკეთდება ადამიანს და ტარდება რიტუალი.
თეთრი მაგია:
ხოლო ქრისტიანული ლექსიკონის მიხედვით ჯადოქარი არის:
მრავალ, განსაკუთრებით, პრიმიტიულ, კულტურაში თემის გარეთ მცხოვრებ ცალკეულ მამაკაცებს (რომელთაც ამ სახელით მოიხსენიებენ) ზებუნებრივი უნარების მატარებლებად მიიჩნევენ და სწამთ, რომ მათ ძალუძთ: ბუნების საიდუმლოებათა ცოდნა (ძირითადად დაკავშირებული ზეციურ სხეულთა მოძრაობასთან და სამკურნალო და მაგიური თვისებების მქონე მცენარეებთან), გარდაცვლილთა სულებთან ან დემონებთან კონტაქტის დამყარების უნარი, ოფიციალურ კულტს მიღმა მყოფ განსაკუთრებულ რიტუალთა ცოდნა (მაგალითად, სასიყვარულო შელოცვები). ცრურწმენათა თანახმად, ამ ადამიანებს უნარი შესწევთ, მაგიურ საშუალებათა დახმარებით დადებითად ან უარყოფითად იმოქმედონ თემზე.ასეთივეა ჯადოქარი ქალიც.
მაგების ყოველთვის ეშინოდათ, მაგრამ ამასთანავე დასახმარებლად სწორედ მათ მიმართავდნენ. კათოლიკური ეკლესია მათთან ბრძოლაში აქტიურად იყო ჩართული, მათ ყოველთვის დევნიდნენ საზოგადოებიდან და ხშირად სატანის მონებსაც კი უწოდებდნენ.
რა ძალას ფლობენ მაგები და რა არის მათი უმთავრესი საიდუმლო? მოაღწია ჩვენამდე ამ უძველესმა “კულტურამ”? და სად არიან 21-ე საუკუნის მაგები? – ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად, სპეციალურად თქვენთვის მოვამზადე ეს პოსტი.
მაგიის მთავარი პრინციპი მოქცეულია სურვილის და რწმენის ძალაში. მკვლევარების უმეტესობა ამტკიცებს, რომ სწორედ ამ ძალით ცდილობენ მაგები სამყაროში რაღაცის შეცვლას. მაგრამ ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ეს ზებუნებრივი ძალაა, რომელსაც მხოლოდ რჩეულები დაეუფლებიან. ხოლო ზოგიერთი თვლის, რომ ეს ძალა გენებით გადაეცემა თაობიდან-თაობას. ყველას თავისი მოსაზრება და არგუმენტები აქვს.
ადამიანებმა მაგია დაჰყვეს ნაწილებად. ალბათ გსმენიათ შავი და თეთრი მაგიის შესახებ. შავ მაგიას ადამიანები უკავშირებენ ბნელ ძალებს, მათთან კონტაქტს, სურვილის ძლევამოსილებით სამყაროში ნეგატიური სახის ცვლილებებს, გარდაცვლილის სულის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას და ა.შ. ხოლო თეთრ მაგია ასოცირდება ბუნების ძალის სასიკეთოდ გამოყენებასთან, ადამიანის განკურნებასთან, განწმენდასთან, ბედნიერების მოზიდვასთან და ა.შ. სინამდვილეში მაგიას არ იყოფა ნაწილებად. ნაწილებად იყოფა ადამიანის სურვილი. წარმოიდგინეთ, რომ მოგცეს დანა. რას გააკეთებთ ამ დანით? შეგახსენებთ, რომ დანით შეგიძლიათ პურის გაჭრა, ლენტების მჭრა და სხვადასხვა ნივთების დაქუცმაცება, მაგრამ იმასაც შეგახსენებთ, რომ ამ დანით შეგიძლიათ ადამიანის მოკვლა. დანა ერთია, ფარული სურვილები კი მრავალი. – ახლა მიხვდით რით გამოირჩევა თეთრი და შავი მაგია და რა აერთიანებთ მათ?
სასიყვარულო მაგია – მაგიის ამ ტიპსაც აქვს თავისი ბნელი და ნათელი მხარე. რაში გამოიხატება ბნელი მხარე? – როდესაც კონკრეტულ პიროვნებას პირადი ინტერესევის გამო აჯადოებ და თავისუფალ ნებას უზღუდავ. – მაშინ რაში გამოიხატება მისი ნათელი მხარე? – მაგალითად, როდესაც ატარებ რიტუალს რომლის მეშვეობითაც დაინახავ შენს მეორე ნახევარს, ან გსურს სიყვარულის პოვნა და იზიდავ ყურადღებას, ან პრობლემები გაქვს სიყვარულში და მაგიის მეშვეობით გსურს მათი მოგვარება.
ამბობენ, რომ სასიყვარულო ჯადოს ხანგრძლივობაა 3-დან 10 წლამდე და როდესაც “ვადა” მიიწურება, ჯადოს გამკეთებელს პასუხი მოეთხოვება. იმასაც ამბობენ, რომ შავი მაგები ხანგრძლივი და მტანჯველი სიკვდილით კვდებიან. მაგიაში მოქმედებს ასეთი პრინციპი; რასაც აკეთებ სამმაგად მოგიბრუნდება უკან. ამიტომაც მაგები თავს არიდებენ “შავ რიტუალებს”.
პოსტის დასაწყისში დავსვი ასეთი შეკითხვა “სად არიან 21-ე საუკუნის მაგები?”. მაგები ჩვენს გარშემო არიან, მაგრამ ჩენ ვერ ვამჩნევთ მათ, რადგან არ სურთ თავიანთი ვინაობის გამხელა. პირადად მე ბევრ, ქართველ მაგს ვიცნობ, რომლებსაც თავიანთი ვინაობის გამხელა არ სურთ, რადგან იციან, რომ საზოგადოება “ზომბირებულია” ეკლესიის მხრიდან და ალბათ იცით ეკლესი რას ფიქრობს მაგებზე.
შავი მაგია:
შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, რა არის შავი მაგია? რით გამოირჩევა ის, თეთრი, მწვანე წითელი ან სხვა ფერის მაგიებისგან რომლებიც თქვენ გსმენიათ? სინამდვილეში მაგიას ფერები არ გააჩნია. მაგიას ფერები ტელევიზიამ, მედია საშუალებებმა, ვიდეო-თამაშებმა და მუსიკამ შესძინა ფერები. ისეთი პოპულარული გახდა მაგიის ფერები, რომ ხალხმა მაგია დაჰყო ნაწილებად და მას ფერების მიხედვით არჩევს. მაგიის ყველაზე აქტუალური გერებია:
- შავი მაგია — თეთრი მაგიის საწინააღმდეგო, ბოროტება, ზიანის მიყენება, ავსულებთან კონტაქტი, დემონების გამოძახება და ა.შ…
- წითელი მაგია — სიყვარული, სიახლოვე, გრძნობები.
- მწვანე მაგია — ფული, სიმდიდრე, მატერიალური კეთილდღეობა.
სინამდვილეში მაგია არ იყოფა ფერებად. მას ვერ გამოვაცალკევებთ. მაგრამ ამ ფერებმა უფრო ადვილი გახადა მაგიური რიტუალები. მაგალითად თუ სასიყვარულო რიტუალისას მოგიწიათ ფურცელზე სიტყვების დაწერა, მაშინ დაწერთ წითელზე და ამით დაუკავშირებთ სიყვარულს და გრძნობებს.
მაშინ რა არის შავი მაგია და რით გამოირჩევა სხვა დანარჩენი ფერებისაგან?
ადამიანები შავ მაგიას უკავშირებენ, კეთილი რიტუალების საპირისპირო ნეგატიურ რიტუალებს. მაგალითად თავისუფალი ნების შეზღუდვას და ადამიანებზე ზაგავლენის მოხდენას. შავი მაგიით შესაძლებელია ისეთი რაღაცეების გაკეთება, რაც გარემოზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს. მაგალითად: ადამიანის დამორჩილება, თავისუფალი ნების შეძღუდვა, სტიქიური უბედურების გამოწვევა და ნებისმიერი არსებოს მოკვლაც კი.
რა ხდება სასიყვარულო რიტუალების ჩატარების დროს? მაგალითად თუ მოგწონს ვინმე, მაგრამ მისგან იგივეს ვერ გრძნობ, შენ შეგიძლია მაგიის მეშვეობით მას აიძულო, რომ შეგიყვაროს. არის თუ არა ეს თავისუფალი ნების შეძღუდვა? პრინციპში ასეც გამოდის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასიყვარულო (წითელი მაგია) შავი მაგიაა. შავი მაგიის გამოყენებისას შენ არამხოლოდ თავისუფალ ნებას ზღუდავ, არამედ ზიანს აყენებ ადამიანს. შავი მაგის გამოყენებისას შეიძლება დააჩლუნგოკიდეც ადამიანი და მონად გაიხადო. მაგრამ წითელ მაგიაში ეს ასე არ ხდება. შენ უბრალოდ თავს აყვარებ ადამიანს, შენ არანაირად არ ზღუდავ მას და მითუმეტეს არ იმონებ მას.
თუ გსურთ სერიოზული შავი მაგიით დაკავება, მაშინ იყოთ ფრთხილად. თქვენ არამხოლოდ იმ არსებას აყენებთ ზიანს, არამედ თქვენს თავსაც.
მე გირჩევთ შავი მაგიის შემდეგ საქმეებში გამოყენებას:
- კოშმარის გამოწვევა,
- “თარსი პარასკევის” რიტუალი,
- ენერგიის მითვისება,
- ბედურების შელოცვა,
- უიღბლობის გამოწვევა,
- სულის დმორჩილება.
მრავალ, განსაკუთრებით, პრიმიტიულ, კულტურაში თემის გარეთ მცხოვრებ ცალკეულ მამაკაცებს (რომელთაც ამ სახელით მოიხსენიებენ) ზებუნებრივი უნარების მატარებლებად მიიჩნევენ და სწამთ, რომ მათ ძალუძთ: ბუნების საიდუმლოებათა ცოდნა (ძირითადად დაკავშირებული ზეციურ სხეულთა მოძრაობასთან და სამკურნალო და მაგიური თვისებების მქონე მცენარეებთან), გარდაცვლილთა სულებთან ან დემონებთან კონტაქტის დამყარების უნარი, ოფიციალურ კულტს მიღმა მყოფ განსაკუთრებულ რიტუალთა ცოდნა (მაგალითად, სასიყვარულო შელოცვები). ცრურწმენათა თანახმად, ამ ადამიანებს უნარი შესწევთ, მაგიურ საშუალებათა დახმარებით დადებითად ან უარყოფითად იმოქმედონ თემზე.ასეთივეა ჯადოქარი ქალიც.
ერთერთი ქრისტიანული წიგნის მიხედვით:"ჩვენს დროში ყველა ეს ბოროტება უჩვეულოდ გავრცელდა, თუმცა სულიერი ცხოვრების უმეცარი ადამიანები ამას შორეული წარსულის გადმონაშთად და ზღაპრებადაც კი მიიჩნევენ. მაგრამ დღეს იგივე ჯადოქრები, მაგები, მოგვები, მჩხრიბავები, შემლოცველები უკვე თანამედროვე ტანსაცმელში გამოწყობილნი, თვითმფრინავებითა და მატარებლებით დაქრიან სხვადასხვა ქალაქებში, ყველგან გაუგონარ პატივს იხვეჭენ და მსოფლიოს უმეტეს უზარმაზარ ტერიტორიებზე ავრცელებენ თავიანთ ჯადოქრობას. ამისთვის სარგებლობენ ტელევიზიით, რადიოთი, გაზეთებით, ბროშურებით, სარეკლამო პროსპექტებით -- მოკლედ, ყველგან სულიერ სიკვდილს თესავენ, აჰიპნოზებენ და სატანის მონობაში აქცევენ ადამინთა სულებს, რითაც ანტიქრისტეს დიდ არმიას უმზადებენ.
ადამიანები კი ისეთ სულიერ სიბრმავეს შეუპყრია, რომ მრავალი ჩვენი და და ძმა, ვისთანაც სარწმუნოებრივი ერთობა გვაკავშირებს, სატანის ამ მსახურებას თავიანთ "კეთილისმყოფელებს", "მკურნალებს" და "მასწავლებლებს" უწოდებს, მილიონობი ადამიანი პერიოდულად საკუთარ აბზე ზემოქმედების ნებას აძლევს ბიღაცას ამ ზემოქმედების წარმომავლობა და შედეგები კი მათთვის სრულიად უცნობია. სინამდბილეში ესაა დახვეწილი ფსიქოლოგიური და ოკულტური ცდები, სულიერი სამყაროს ყველაზე საშიში ძალების გამოვლენა.
თანამედროვე ოკულტურ და სპირიტუალისტურ ცდებს უკვე სხვა სახელები ჰქვიათ, მაგრამ არსით იგივენი რჩებიან, თუმცა მათი ცბიერება კიდევ უფრო დახვეწილი ხდება -- ბოროტი სულები მეტ გამოცდილებას იძენენ და უფრო სრულყოფილად ეუფლებიან ადამიანთა სულების დაღუპვის ხელოვნებას. დღეს ეს ოკულტური ცდები მეცნიერული ტერმინებით ინიღბება, რომლებშიც არ ჩანს მაი კავშირი რაიმე რელიგიურ სისტემასა ან სულებთან. ეს ტერმინებია_ "ექსტრასენსი", "ბიო-ველი", "აქტიური ველი", "ფსიქიკური ენერგია", "ასტრალი", "ქარიზმატული აღორძინება", "მიკროკოსმოსი" და სხვა, მაგრამ რატომღაც არავინ ახსენებს იმ არსებებს, რომლებიც საბრალო ადამიანის მცდელობისა და ძალისხმევის გარეშეც მუდამ მზად არიან უჩვენონ მათ ათასგვარი სასწაული, სანაცვლოდ კი ერთადერთ რამეს -- ნდობასა და ყურადღებას მოითხოვენ საკუთარი თავისა და თავის მსახურთა მიმართ, აგრეთვე დედა ეკლესიის ხმის უგულებელყოფას. წმინდა მამების ერთსულოვანი აზრით, ეშმაკი სწორედ ადამიანის ყურადღების მიპყრობას ცდილობს, რადგან ესაა ერთადერთი კარი, რომლითაც მას სულში შეღწევა ძალუძს. ახლა კი უმრავლესობას შინა ჰყავს ცბიერი მჩხიბავი -- ტელევიზორი, რომელიც ტელემაგიის სეანსს გადმოსცემს. ამ გადაცემის მიმართ ზერელე ყურადღებაც კი ადამიანს ძარცვავს და სულიერი ძალადობის მსხვერპლად აქცევს.
არც ერთი სულიერი მოვლენა არა არის უსახო: იგი ან ღმერთისგანაა ან სატანისგან. ის მოვლენები, რომლებიც ღმერთისგანაა, სრულიად ნათელი და გარკვეული თვისებებით ხასიათდება: ესაა სწავლება სინანულზე, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, სიმდაბლეზე, საუკუნო ცხოვრებაზე. მობლენა რომელსაც ეს თვისებები არ ახლავს, ჭეშმარიტად ეშმაკისგანაა, რა სახელითაც არ უნდა ინიღბებოდეს იგი. ვისაც კურნების მადლი ღმერთისგანააქვს მინიჭებული, ის თავისი პაციენტისგან შეგნებულ, მართალ სარწმუნოებას და ამ სარწმუნოების მიხევით ცხოვრებას მოითხოვს, ხოლო ეშმაკის მსახური "მკურნალები", სულ ერთია, სოფლის მკითხავები იქნებიან ისინი, ინდოელი იოგები თუ "ძლიერი ბიო-ველის მქონე" თანამედროვე ექსტრასენსები, "ორმოცდაათიანელები", ანდა სხვა სექტანტები, რომლებიც ქრისტიანული სახელწოდებით ინიღბებიან, საერთო ერთი აქვთ: მათ არც ნათელი, შეგნებული სარწმუნოება სჭირდებათ და არც სარწმუნოების მიხედით ცხოვრება. ისინი კაცისგან ერთადერთ რამეს მოითხოვენ -- თავდავიწყებას მიეცეს, მოდუნდეს და მთლიანად დაემორჩილოს უხილავი სულის ნებას. ნათელი, ცხადი სარწმუნოება მათ შუასაუკუეობრივ გადმონაშთად მიაჩნიათ, რომელიც დღეს უკვე აღარავის სჭირდება. მათი დევიზია "რაც გინდა ის იწამე, ოღონდ ჩემი რეცეპტებით იმკურნალე", ხოლო მათი სულიერი მეთოდები, ქრისტიანულისაგან განსხვავებით, ჭმინდა წყლის ტექნიკურ ხერხებს ემყარება. ესაა მაგიური ფორმულების აუზრო გამეორება, რაიმე "მოჯადოებული" ნივთიერების, მაგალითად "ბიო-ველით დამუხტული" წყლის, აგრეთბე სხეულის გარკვეული პოზების და სხვა ფიზიოლოგიური ვარჯიშების გამოყენება, რომელთა დროსაც ადამიანის ნება და გონება სრულიად მოდუნებულია და ეშმაკის გავლენას ემორჩილება.
ეშმაკი არის მამა ტყუილისა, ამიტომ მისი მსახურნი ადამიანს სრულიად ყალბ წარმოდგენას უქმნიან საკუთარ თავზე. ისინი ასწავლიან, რომ ადამიანში არსებობს დაფარული შესაძლებლობები და საჭიროა მხოლოდ მათი აღმოჩენა. სინამდვილეში ადამიანის ყველა სულიერი უნარი და შესაძლებლობა ამა თუ იმ სულის მოქმედების ნაყოფია, ხოლო თავისთავად ადამიანი, თავისი დაცემული, ცოდვით სერყვნილი ბუნებით იმდენად უძლური და უმნისვნელოა, რომ ერთადერთი რამ ძალუძს: მიიღოს ან უარყოს რომელიმე ამ სულის გავლენა და აირჩიოს, ვისთან იყოს -- ღმერთთან თუ სატანასთან. და თუმცა მაცხოვარი პირდაპირ და გარკვევით ამბობს: "თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი." ეშმაკები და მათი მსახურნი ერთთავად ადამიანის უზარმაზარ სულიერ შესაძლებლობაზე ლაყბობენ. ქრისტიანული სიმდაბლის -- საკუთარ თავზე სწორი შეხედულების საპირისპიროდ ისინი ადამინს ამპარტავნებასა და თავდაჯერებას უნერგავენ, რადგან იციან, ამით იგი ყოველგვარ მტკიცებებსა და ცრუ სასწაულებზე მეტად განეშორება ღმერთს და საუკუნო წარწყმედისკენ მიექანება. როდესაც კაცი კუდიანებს მიმართავს დასახმარებლად, მას უკვე აღარ აინტერესებს წმინდა წერილი და მხოლოდ რომელიმე ახლადმოვლენილი "სასწაულმოქმედის" ჩადენილ "სასწალებზე" ლაპარაკობს, თანაც მხურვალედ ოცნებობს, რომ რაიმე მსგავსი მასაც შეემთხვეს, წმინდა ეკლესიის მთელი სწავლება კიმისთვის უცხო, პირქუში და უინტერესო ხდება. ასეთი ადამიანის გული კვდება სინანულისათვის, ის ვეღარ ხედავს საკუთარ ცოდვებს, ხოლო ვინც უფრო ღრმად შეტოპავს ამ "მისტიკურ ნარკომანიაში", იმას უარესი მოელის: ეშმაკების გამოცხადება, მათი ხილული თანაყოფნის განცდა, ფიზიკური გვემა, უმძიმესი დეპრესიები და ბოლოს თვითმკვლელობა ანდა საზარელი ბოროტმოქმედება. მაგრამ ყველაზე საშინელი საფრთხეა სულის საუკუნო წარწყმენდა, თუ კაცი არ მოეშვება ბოროტ სულთან ურთიერთობას და არ შეინანებს.
მართალია, გრძნეულები დღეს ხშირად იყენებენ ქრისტიანულ ტერმინოლოგიას, ზოგი იქადეც კი მიდის, რომ მხოლოდ მონათლულებს მკურნალობს, მაგრამ ეს მხოლოდ ხერხია, ცხვრის ტყავში გამოხვეული მგლის მზაკვრობა, რადგან სადაც სინანულსა და საუკუნო ცხოვრებას არ ქადაგებენ, იქ არ შეიძლება იყოს რაიმე ეკლესიური, ქრისტიანული, ღვთაებრივი. თვით ამ გრძნეულთა "ლოცვები" არაფრით ჰგვანან საეკლესიო ლოცვებს, არამედ სიბნელით, იდუმალებითა და უაზრობით არიან აღვსილი. "ღმერთი ნათელ არს და ბნელი არა არს მის თანა არცა ერთ", ხოლო იქ, სადაც ყოველივე ბნელია, ღმერთის ადგილი აღარაა.
ზოგჯერ ეს გრძნეულები ავადმყოფს მდგომარეობას უმსუბუქებენ ან სხვა რაიმე "დახმარებას" უწევენ, მაგრამ ერთ სატკივარს უშველიან თუ არა, მეორე წამოყოფს თავს, ავადმყოფი ხან შედარებით უკეთ არის, ხან უარესად, და ისიც გაუთავებლად დადის ამ "მკურნალებთან", რითაც ეშმაკის სულ უფრო ძლიერი გავლენის ქვეშ ექცევა. ნუ უხუმრებით ეშმაკის მკურნალებს, ნურავითარ ცნობისმყვარეობას ნუ გამოიჩენთ მათ მიმართ, ნუ ივლით "ჰიპნოზიორებთან" ვითომ უბრალოდ, ინტერესის გამო, და ნურც მათ ტელესეანსებს უყურებთ. უმცირესი ყურადღება "ეშმაკის სამზარეულოს" მიმართ, თუნდაც ყოველგვარ თანაგრძნობას მოკლებული, შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს თქვენი ამქვეყნიური და საუკუნო ცხოვრებისათვის. თვით ასეთი უბრალო "ცნობისმოყვარეობა" უკვე მძიმე ცოდვაა ქრისტიანული სარწმუნოებისა და სინდისის წინაშე, ყოვლად მოწყალე ზეციერი მამის შეურაცყოფა, მის მიმართ უმადურობა."
დღეისთვის მგონი საკმარისია... იმედია დაგაკმაყოფილათ.
ლილი.
დღეისთვის მგონი საკმარისია... იმედია დაგაკმაყოფილათ.
ლილი.
No comments:
Post a Comment