Sunday, November 22, 2015

ვამპირები_ესენი არიან მითოლოგიური ან ფოლკლორული არსებები. ხშირად, გამოცოცხლებული ადამიანის ცხედრები, რომლებიც ადამიანისა და/ან ცხოველის სისხლით იკვებებიან. ამას გარდა, ვამპირები ხშირად არიან სხვადასხვა მხატვრული ფილმისა თულიტერატურის გმირები. თუმცა, ვამპირები მხატვრულ ლიტერატურასა და მითოლოგიაში ოდნავ განსხვადებიან. ფოლკლორში ეს ტერმინი, როგორც წესი, დასავლურევროპული ლეგენდების სისხლისმწოველა არსებების მიმართ გამოიყენება, თუმცა ხშირად ვამპირებს მათ მსგავს არსებებსაც უწოდებენ სხვა ქვეყნების კულტურებიდან. ყველა გადმოცემაში ვამპირის დამახასიათებელი თვისებები ძლიერ განსხვავებულია. ზოგიერთ კულტურაში გავრცელებულია ისტორიები არაადამიან ვამპირებზე, მაგალითადღამურებზეძაღლებსა და ობობებზე.

ვამპირები გაცოცხლებული ადამიანის ცხედრები არიან, რომლებიც ადამიანისა და ცხოველის სისხლით იკვებებიან.  მათი სისხლიანი “მოღვაწეობის” შესახებ ბევრი ლეგენდა არსებობს. თუმცა, თანამედროვე  ხელოვნებაში, კინოში, თეატრსა თუ შოუებში ეს თემა აქტუალური გახადა მე-19 საუკუნის ირლანდიელი მწერლის – ბრემ სტოკერის ნაწარმოებმა “დრაკულა”. რომანი  სწრაფად გახდა ბესტსელერი და დღემდე იქცევს საზოგადოების ყურადღებას. დრაკულას პროტოტიპი მე-15 საუკუნეში მცხოვრები რუმინელი თავადი, ვლად III ცეპეში იყო. თავადმა სახელი გამორჩეული სისასტიკით გაითქვა.  ნაწარმოების  მიხედვით, მეფემ თავადი დრაკონის ორდენით დააჯილდოვა. სწორედ აქედან მოდის მისი მეტსახელი “დრაკულა”. ვლად პეცეში სიკვდილის შემდეგაც განაგრძობდა სიცოცხლეს, რისთვისაც მას მუდმივად სჭირდებოდა ადამიანის სისხლი. მაგრამ საინტერესოა, რა ხდებოდა სინამდვილეში? რატომ უკავშიდება თავდის სახელი ვამპირიზმს, მისი ასთი იმიჯი ავტორისეულ ჰიპერბოლას უნდა დავაბრალოთ თუ მართლაც ”სისხლის მსმელი” იყო ვლად III? ზოგიერთი წყაროს მიხედვით, დრაკულა ნიშნავს - "დრაკონის ძეს"; მას ხალხი დრაკონის შვილად მოიხსენიებდა ზედმეტი მრისხანებისთვის, თუმცა, მე-15-მე-16 საუკუნეებში ბევრი ძლევამოსილი ევროპელი თავადი გამოირჩეოდა ამგვარი მრისხანებით. საქვეყნოდაა ცნობილი უნგრელი ქალბატონი ელიზაბეტ ბატერი  იგივე - სისხლიანი ლედი. იგი ისტორიაში შესულია როგორც ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელი. ელიზაბეტი მის ოთხ მოსამსახურესთან ერთად დამნაშავედ ცნეს ასობით გოგონასა და ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის. ჯამში მათი რაოდენობა 600-მდეა. თავდაპირველად ის მხოლოდ სცემდა თავის მოსამსახურე გოგონებს, თუმცა მაშინდელი უნგრელი თავადებისთვის ეს ჩვეული საქციელი იყო. მშობიარობის შემდეგ, მას გაუუარესდა ფსიქიკური მდგომარეობა და  სასახლეში მოსამსახურეების წამებით ირთობდა თავს, უფრო მოგვიანებით კი ელიზაბეტი სიბერის შიშმა შეიპყრო. ის წამებით კლავდა  გოგონებს, ფეხებით კიდებდა გვამებს, ახალგაზრდობის დაბრუნების იმედით ელიზაბეტი მათ სისხლს სვამდა და საბანაოდ იყენებდა. მისი სასახლიდან სისტემატიურად გამოდიოდა კივილისა და გმინვის ხმები, მაგრამ ბატერების გვარი, იმ დროისთვის იმდენად გავლენიანი და ისეთი მდიდარი იყო, ვერავინ ბედავდა გაერკვია რა ხდებოდა შიგნით. ელიზაბეტის ვამპირული საქციელი კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა ერთი შემთხვევა. ერთერთმა ნაწამებმა გოგონამ მისი სასახლიდან გაქცევა შეძლო.   1610 წელს 50 წლის ელიზაბეტ ბატერი გაასამართლეს, მისი გავლენის გამო სიკვდილით დასჯის განაჩენი მხოლოდ მის თანამონაწილე 4 მსახურს გამოუტანეს, გრაფინია კი  დაატყვევეს თავისივე სასახლეში, სადაც სიცოცხლის უკანასკნელი 4 წელი მარტოობაში გაატარა. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, ასეთი სასტიკი თავადები წარმოშობდნენ ხალხში ლეგენდებს ვამპირების შესახებ. ამგვარი ლეგენდები  გარკვეულ ფორმირებას განიცდიდა საუკუნეების განმავლობაში.  კიდევ ერთი რამ, რაც ვამპირიზმის არსებობას ხორცს ასხამდა, იყო საიდუმლო გაერთიანებები და საძმოები, რომლებიც ხშირად შავი მაგიის მსახურები ან იყვნენ ან ბოროტ ძალებთან კავშირში იყვნენ დადანაშაულებულები. სხვათაშორის, “დრაკულას” ავტორიც – ბრემ სტოკერი, რომელიც პირველად ალაპარაკდა ვამპირიზმის მისტიკურ საიდუმლოებაზე, მაგიური ორგანიზაციის “ოქროს აისის” წევრი იყო. ორგანიზაცია დაარსდა ინგლისელი მასონების მიერ. მასში გაერთიანებულები ეზოთერიზმის ყველაზე საშიში მხარის შესწავლით იყვნენ დაკავებული. ორგანიზაციაში გაერთიანებული იყვნენ იმ დროისთვის პოპულარული ინგლისელი მწერალი ბულვერ ლიტონი და სისატიკით და ბოროტებით განთქმული ოკულისტი ალისტერ კროული. “ოქროს აისის” გავლენა სწრაფად ვრცელდებოდა კულტურის სხვადასხვა მოღვაწეებზე, რომელთა მიერაც შემდგომში გავრცელდა სიუჟეტები ვამპირებზე, მოჩვენებებზე, შავ წირვასა და სხვა მსგავს მისტიკურ საიდუმლოებაზე. ისტორიამ შემოგვინახა სხვადასხვა მისტიური ვამპირების სახელებიც. ევროპაში ყველაზე ცნობილია: ალპი — გერმანული სული-ვამპირი, რომელიც მამრობითი სქესისაა, ხშირად იგი ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ნათესავის სულია და უმეტესად დემონია. ალპებად შეიძლება იქცნენ ბავშვებიც, რომელთაც ორსული დედა ცხენის ფაფარის საშუალებით იშორებს. შუა საუკუნეებში ალპი კატის, ღორის, ფრინველის თუ სხვა ცხოველის სახით ჩნდებოდა; მათ შორის, ლექორუსის — დემონი-ძაღლის სახით კელნში და ამგვარად უკავშირდება მაქციასაც. ნებისმიერ განსხეულებაში ალპი შლაპას ატარებს; სვამს მოზრდილთა და ბავშვების სისხლს, თუმცა უპირატესობას ქალის რძეს ანიჭებს. აფრიკის ქვეყნებში ცნობილია ვამპირის სული - აძე  რომელიც  „მფრინავი ცეცხლის“ სახით დაფრინავს, მაგრამ თუკი მას დაიჭერენ, იგი ადამიანის იერს იღებს. იგი სვამს სისხლს, პალმის წვენს და ქოქოსის წყალს; ასევე, ნადირობს ბავშვებზე.  უნდა აღვნიშნო, რომ ”სატაანისტურ  ბიბლიაშიც” კი , რომელიც მე-20  საუკუნის შუახანებში ამერიკელმა ანტონი ლავეიმ შექმნა სატანის თერთმეტი წესიდან მეცხრე ასეთია: ნუ ავნებ ბავშვს! როგორც ჩანს, ადამიანები ვამპირებს უკიდურესად ბოროტ ძალად მოიაზრებენ, რადგან მათი უმრავლესობა ბავშვებს ერჩიან.




ესიყო ჩემსმიერ მოპოვებული ინფორმაციები. მაგრამ 

არსებობს ერთერთი მითი რომლის თანახმადაც ვამპირი

ადამიანისა და ანგელოზების ფიზიკური კავშირის

შედეგად გაჩნდნენ. შემდეგ ისინი მთავარანგელოზმა

გაბრიელმა და მიქაელმა უფსკრულში გამოკეტეს და 

ბეჭედი დაადეს, რომლის მეშვეობითაც ისინი წყვდიადს

ვერასოდეს დააღწევდნენ თავს, მაგრამ სატანამ გაიგო

მეორე ბეჭედის არსებობის შესახებ რომელიც სოლომონს

ეკუთვნოდა. იცოდა რომ სოლომონი მას ბეჭედს არ 

დაუთმობდა და ბეჭდის მიღება მოტყუებით და 

ეშმაკობით დააპირა. მას შეუგზავნა ყველაზე ლამაზი 

ქალი, სოლომონი არმოტყუვდა და არდანებდა, მაგრამ

როცა მეორეჯერ გაგზავნა სხვა ქალი უფრო ეშმაკი 

მასთან, სოლომონი მოიხიბლა და სატანამაც მიიღო ის 

რაც უნდოდა. სოლომონის ბეჭდის საშუალებით 

გაბრიელისა და მიქაელის მიერ დადებული წყვდიადის 

ბეჭედი გახსნა და ვამპირები და დემონები 

გაანთავისუფლა. ღმერთმა ეს რომ შეიტყო განრისხდა და

მათ მშობლებისა და ერთმანეთისადმი სიძულვილი 

ჩაუნერგა. ისინი ერთამენთს ეომებოდნენ და ხოცავდნენ

და ასე გაანადგურეს მათი უმეტესობა. ხოლო 

გადარჩენილები რომლებიც ძალიან ცოტა 

დარჩენილიყვნენ მსოფლიოში მიმოიფანტნენ. ისინი

აზიის, აფრიკისა და ავსტრალიის ტერიტორიაზე 

დასახლდნენ.




სულესიყო ^-^ იმედია მოგეწონათ.. თურამე კითხვები გაგიჩნდებათ კომენტარებში

დაწერეთ და აუცილებლად გიპასუხებთ, ასევე მოგვაწოდეთ იდეები და გარკვეულ 

ინფორმაციებს დავდებ შეძლებისდაგვარად. გმადლობთ ყურადღებისათვის.

ლილი. <3





No comments:

Post a Comment