სეანსის დაწყებამდე მნიშვნელოვანია გახსოვდეს შემდეგი:
- თუ საკმაოდ გამბედავი ადამიანი ხარ, თავისუფლად შეგიძლია მარტომაც ისარგებლო ამ უწყინარი გასართობით, მაგრამ, უმჯობესია თუ მინიმუმ 2 ადამიანი მაინც იქნებით. ზოგადად კი რაც მეტი ადამიანი შეგროვდებით მით უფრო ეფექტური იქნება სეანსი. ოღონდ მნიშვნელოვანია სერიოზული განწყობის შენარჩუნება! სთხოვეთ თქვენს მეგობრებს, რომ ამ ამბავთან სერიოზული დამოკიდებულება გამოამჟღავნონ და დროებით მაინც მოეშვან ხუმრობას;
- დაგეგმეთ სეანსი ღამის ან შუაღამის საათებში. ასეთ დროს უფრო მეტად გაადვილებულია კონტაქტი სულიერ სამყაროებთან;
- უშუალოდ სეანსის დაწყების წინ გამორთეთ შუქები, ჩააბნელეთ ოთახი (ოღონდ ისე არა, რომ ანბანის ასოებიც ვერ დაინახოთ ); შეგიძლიათ გამოიყენოთ დეკორატიული სანთლებიც – ნებისმიერი ფერის.
- აუცილებლად გამორთეთ ან უხმო რეჟიმზე დააყენეთ მობილური ტელეფონები;
- მიზანშეწონილი არაა უშუალოდ სეანსის წინ მძიმე საკვების ან ალკოჰოლის მიღება;
მაშ ასე, ვსხდებით მაგიდის (სასურველია მრგვალი) გარშემო, ვიხსნით ყოველგვარ სამკაულს, ჩავკიდებთ ერთმანეთს ხელებს, ფეხებს ვაჯვარედინებთ და ვიწყებთ… ახლა კი გეტყვით თუ რას ვიწყებთ როგორ უნდა დავამზადოთ სულების გამოსაძახებელი დაფა…
ანუ
***ვიღებთ ჩვეულებრივ კარდონს (შესაძლებელია იყოს გამოყენებული “ბანბანერკა” ან რამე სხვა ყუთი); ზომას თავად არჩევთ მონაწილე ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე – რაც მეტი ხართ, მით უფრო დიდი დაგჭირდებათ. გამოუვალ მდგომარეობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ თაბახის ფურცელიც:
*** მათ ქვემოთ კი ციფრებს 0-დან 9-ის ჩათვლით
*** დაფის ზევითა ზევითა კუთხეებში მარჯვნივ და მარცხნივ ვწერთ: დიახ და არა;
*** შესაბამისად ქვედა მარჯვენა და მარცხენა კუთხეებში კი : “გამარჯობა” და ნახვამდის”.
თქვენი დაფა მზადაა!! მომავალში შეგიძლიათ ის სხვადასხვა მხატვრული ატრიბუტიკით გააფორმოთ სურვილისამებრ:
ახლა ვიღებთ ნებისმიერ პატარა ზომის თეფშს (მაგალითად ყავის ფინჯანის), ოღონდ აუცილებლად თეთრს და მასზე გამურვის მეთოდით, ნახშირით ვახატავთ ისარს. თუ გამურვა გაგიჭირდათ, შეგიძლიათ შავი ფლომასტერი გამოიყენოთ
თითს ოდნავ ახებთ თეფშს.დასაწყისისთვის უნდა წარმოვთქვათ შელოცვა:მკვდარი სულების მეუფევ, გთხოვთ გამოიძახოთ (აქ ვამბობთ სასურველი პირის სახელ-გვარს) სული და ონავი პაუზის შემდეგ ვეკითხებით: გამოძახებულია?
გაგიკვირდებათ და თეფში ამოძრავდება და პასუხს გაგცემთ, ან კი, ან არა.
სასურველია სული უკან დააბრუნოთ იგივე შელოცვით.არ დაგავიწყდეთ ბოდიშის მოხდა შეწუხებისათვის.შეგიძლიათ დაფაც უსაფრთხო ადგილას შეინახოთ მომავალი სეანსებისთვის!
წყარო:თეთრი და შავი მაგია.
წყარო:თეთრი და შავი მაგია.
იმედია დაგაკმაყოფილათ ზემოდხსენებულებმა <3
ლილი.
ლილი.
999 ვამგდომ სეტსირქ ოლარბას თეტივყწადაგ იშამათ ნათსაიგამ
ReplyDelete