Thursday, November 26, 2015

ვუდუს თოჯინა

რატომ შეიძლება შევქმნათ ვუდუს თოჯინა?
მიზეზი შეიძლება იყოს გართობა ან ინტერესის დაკმაყოფილება, რომელმაიც შეიძლება შეიწიროს თქვენი სიცოცხლე. ან შურისძიება, რომელიც გიბიძგებთ ბოროტების ჩადენისკენ.
როგორ მოქმედებს ვუდუს თოჯინა? როგორ შეიძლება გააკეთოს ამდენი რამ ერთი შეხედვით უბრალო თოჯინამ?
მთავარია ვინ აკეთებს ამ თოჯინას! თუ თოჯინას აკეთებს ადამიანი რომელიც კონცენტრირებულია კონკრეტულ მიზანზე, გონებით და გულით აკეთებს ამას, მაშინ მისი ნეგატიური ენერგეტიკა გადადის თოჯინაში და ის უნვე ბოროტების მომტანია. მთელი შენი ფიქრები უნდა ჩადო ამ თოჯინაში, მთელი გულით უნდა აკეთებდე მას, უნდა ცდილობდე მის გაცოცხლებას და ნეგატიური ენერგიის გადაცემას. შემდეგ უკვე შეიძლება ჩადო ამ თოჯინაში მსხვერპლის სახელი დამისი: თმა, ფრჩხილი, სამოსი, სისხლი ან სხვა რამ…
როდესაც მზად იქნებით დაიწყეთ ნაჭრის კერვა. ნაჭერში ჩადე ბამბა და სამიზნის ნივთი/ან სხეულის ნაწილი. კერვის პროცესში სასურველია თუ იქნებით სასაფლაოს ტერიტორიაზე და იფიქრებთ სამიზნეზე და იმაზე თუ რა გსურთ, რომ გადახდეს მას. თოჯინის გაკეთების დროს აუცილებლად უნდა გქონდეს ავი სულისგან დამცავი თილისმა. გაინტერესებს როგორ გააკეთო თილისმა?
მზადების როს მორჩენილი საგნები არ გაჩერო სახლში, სასწრაფოდ მოიშორეთ ისინი. სასურველია თუ დაწვავთ. სასურველია, რომ დამზადებული თოჯინა აჩუქოთ სამიზნეს, მაგრამ თუ პირადად გადაცემას ვერ ახერხებთ, მაშინ შეეცადეთ რამენაირად მის სახლში მოხვდეს ან მასთან ძლიან ახლოს.
წყარო: კუდიანის ბლოგი
იმედია მოგეწონათ ^^
ლილი.

Monday, November 23, 2015

ბევრი ვიფიქრე იმაზე, თუ დღეს რაზე უნდა დამედო სტატია ჰოდა ბოლოს გადავწყვიტე, დღეს ლილიენი შემოგთავაზებთ ჯადოქრებზე, შავ და თეთრ მაგიაზე, მიიჩნევს თუ არა ბიბლია ჯადოქრობას ცოდვად. ჰოდა, დავიჭყოთ.. ^-^
მაგია ეს არის ზებუნებრივი ძალა რომელიც ახდენს ზემოქმედებას, მაგიას შეუძლია გავლენა მოახდინოს მოვლენებზე ადამიანებზე და საგნებზე.მისი შესაძლებლობები შეუზღუდავია.დღეს მაგიის გავლენა იმდენად დიდია რომ თეოლოგები შიშობენ არ იქცეს დაკანონებულ მოვლენად საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ფილოსოფოსების აზრით მაგია სულაც არ არის რელიგია და მაგის და რელიგიას შორის ის განსხვავებაა, რომ მორწმუნეს სჯერა ღმერთის არსებობის და მასზე ამყარებს იმედებს ჯადოქარს კი მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს. არის ესეთივერსია რომ მაგია უფრო მეცნიერებას ენათესავება ვიდრე რელიგიას. მაგია ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს აგრესიული და დაცვითი. მაგიის წარმოშობიდან დღემდე საუკუნეები გავიდა და ამ პრობლემაზე მრავალი წიგნი გამოვიდა.
  • აგრესიული მაგია — ადამიანს ზებუნებრივი ძალით გადაეცემა. თილისმის ტარებით ან მაგიური წამლის მოხმარებით.
  • ინიციური (დაწყებითი, ტრანსმისიონერული, ინიცეპციური მაგია)- ასეთი მაგია ჯადოქრობისგან შორსაა, ამიტომ სრულდება მოქმედების დასაწყისი, მისი დასრულება მაგიას ეკისრება.
  • პარციული(კონტაგიოზური) — ამ დროს ჯადოქრობა სრულდება არა უშუალოდ ობიექტზე არამედ მის ტანსაცმელზე, თმაზე, ფრჩხილზე და ა. შ.
  • იმიტარული(ჰომეოპათიური, სიმილური) — ასეთ შემთხვევაში მაგია უკეთდება ადამიანს და ტარდება რიტუალი.

თეთრი მაგია:
მაგების ყოველთვის ეშინოდათ, მაგრამ ამასთანავე დასახმარებლად სწორედ მათ მიმართავდნენ. კათოლიკური ეკლესია მათთან ბრძოლაში აქტიურად იყო ჩართული, მათ ყოველთვის დევნიდნენ საზოგადოებიდან და ხშირად სატანის მონებსაც კი უწოდებდნენ.
რა ძალას ფლობენ მაგები და რა არის მათი უმთავრესი საიდუმლო? მოაღწია ჩვენამდე ამ უძველესმა “კულტურამ”? და სად არიან 21-ე საუკუნის მაგები? – ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად, სპეციალურად თქვენთვის მოვამზადე ეს პოსტი.
მაგიის მთავარი პრინციპი მოქცეულია სურვილის და რწმენის ძალაში. მკვლევარების უმეტესობა ამტკიცებს, რომ სწორედ ამ ძალით ცდილობენ მაგები სამყაროში რაღაცის შეცვლას. მაგრამ ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ეს ზებუნებრივი ძალაა, რომელსაც მხოლოდ რჩეულები დაეუფლებიან. ხოლო ზოგიერთი თვლის, რომ ეს ძალა გენებით გადაეცემა თაობიდან-თაობას. ყველას თავისი მოსაზრება და არგუმენტები აქვს.
ადამიანებმა მაგია დაჰყვეს ნაწილებად. ალბათ გსმენიათ შავი და თეთრი მაგიის შესახებ. შავ მაგიას ადამიანები უკავშირებენ ბნელ ძალებს, მათთან კონტაქტს, სურვილის ძლევამოსილებით სამყაროში ნეგატიური სახის ცვლილებებს, გარდაცვლილის სულის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას და ა.შ. ხოლო თეთრ მაგია ასოცირდება ბუნების ძალის სასიკეთოდ გამოყენებასთან, ადამიანის განკურნებასთან, განწმენდასთან, ბედნიერების მოზიდვასთან და ა.შ. სინამდვილეში მაგიას არ იყოფა ნაწილებად. ნაწილებად იყოფა ადამიანის სურვილი. წარმოიდგინეთ, რომ მოგცეს დანა. რას გააკეთებთ ამ დანით? შეგახსენებთ, რომ დანით შეგიძლიათ პურის გაჭრა, ლენტების მჭრა და სხვადასხვა ნივთების დაქუცმაცება, მაგრამ იმასაც შეგახსენებთ, რომ ამ დანით შეგიძლიათ ადამიანის მოკვლა. დანა ერთია, ფარული სურვილები კი მრავალი. – ახლა მიხვდით რით გამოირჩევა თეთრი და შავი მაგია და რა აერთიანებთ მათ?
სასიყვარულო მაგია – მაგიის ამ ტიპსაც აქვს თავისი ბნელი და ნათელი მხარე. რაში გამოიხატება ბნელი მხარე? – როდესაც კონკრეტულ პიროვნებას პირადი ინტერესევის გამო აჯადოებ და თავისუფალ ნებას უზღუდავ. – მაშინ რაში გამოიხატება მისი ნათელი მხარე? – მაგალითად, როდესაც ატარებ რიტუალს რომლის მეშვეობითაც დაინახავ შენს მეორე ნახევარს, ან გსურს სიყვარულის პოვნა და იზიდავ ყურადღებას, ან პრობლემები გაქვს სიყვარულში და მაგიის მეშვეობით გსურს მათი მოგვარება.
ამბობენ, რომ სასიყვარულო ჯადოს ხანგრძლივობაა 3-დან 10 წლამდე და როდესაც “ვადა” მიიწურება, ჯადოს გამკეთებელს პასუხი მოეთხოვება. იმასაც ამბობენ, რომ შავი მაგები ხანგრძლივი და მტანჯველი სიკვდილით კვდებიან. მაგიაში მოქმედებს ასეთი პრინციპი; რასაც აკეთებ სამმაგად მოგიბრუნდება უკან. ამიტომაც მაგები თავს არიდებენ “შავ რიტუალებს”.
პოსტის დასაწყისში დავსვი ასეთი შეკითხვა “სად არიან 21-ე საუკუნის მაგები?”. მაგები ჩვენს გარშემო არიან, მაგრამ ჩენ ვერ ვამჩნევთ მათ, რადგან არ სურთ თავიანთი ვინაობის გამხელა. პირადად მე ბევრ, ქართველ მაგს ვიცნობ, რომლებსაც თავიანთი ვინაობის გამხელა არ სურთ, რადგან იციან, რომ საზოგადოება “ზომბირებულია” ეკლესიის მხრიდან და ალბათ იცით ეკლესი რას ფიქრობს მაგებზე.
შავი მაგია:
შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, რა არის შავი მაგია? რით გამოირჩევა ის, თეთრი, მწვანე წითელი ან სხვა ფერის მაგიებისგან რომლებიც თქვენ გსმენიათ? სინამდვილეში მაგიას ფერები არ გააჩნია. მაგიას ფერები ტელევიზიამ, მედია საშუალებებმა, ვიდეო-თამაშებმა და მუსიკამ შესძინა ფერები. ისეთი პოპულარული გახდა მაგიის ფერები, რომ ხალხმა მაგია დაჰყო ნაწილებად და მას ფერების მიხედვით არჩევს. მაგიის ყველაზე აქტუალური გერებია:
  • შავი მაგია — თეთრი მაგიის საწინააღმდეგო, ბოროტება, ზიანის მიყენება, ავსულებთან კონტაქტი, დემონების გამოძახება და ა.შ…
  • წითელი მაგია — სიყვარული, სიახლოვე, გრძნობები.
  • მწვანე მაგია — ფული, სიმდიდრე, მატერიალური კეთილდღეობა.
სინამდვილეში მაგია არ იყოფა ფერებად. მას ვერ გამოვაცალკევებთ. მაგრამ ამ ფერებმა უფრო ადვილი გახადა მაგიური რიტუალები. მაგალითად თუ სასიყვარულო რიტუალისას მოგიწიათ ფურცელზე სიტყვების დაწერა, მაშინ დაწერთ წითელზე და ამით დაუკავშირებთ სიყვარულს და გრძნობებს.
მაშინ რა არის შავი მაგია და რით გამოირჩევა სხვა დანარჩენი ფერებისაგან?
ადამიანები შავ მაგიას უკავშირებენ, კეთილი რიტუალების საპირისპირო ნეგატიურ რიტუალებს. მაგალითად თავისუფალი ნების შეზღუდვას და ადამიანებზე ზაგავლენის მოხდენას. შავი მაგიით შესაძლებელია ისეთი რაღაცეების გაკეთება, რაც გარემოზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს. მაგალითად: ადამიანის დამორჩილება, თავისუფალი ნების შეძღუდვა, სტიქიური უბედურების გამოწვევა და ნებისმიერი არსებოს მოკვლაც კი.
რა ხდება სასიყვარულო რიტუალების ჩატარების დროს?  მაგალითად თუ მოგწონს ვინმე, მაგრამ მისგან იგივეს ვერ გრძნობ, შენ შეგიძლია მაგიის მეშვეობით მას აიძულო, რომ შეგიყვაროს. არის თუ არა ეს თავისუფალი ნების შეძღუდვა? პრინციპში ასეც გამოდის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასიყვარულო (წითელი მაგია) შავი მაგიაა. შავი მაგიის გამოყენებისას შენ არამხოლოდ თავისუფალ ნებას ზღუდავ, არამედ ზიანს აყენებ ადამიანს. შავი მაგის გამოყენებისას შეიძლება დააჩლუნგოკიდეც ადამიანი და მონად გაიხადო. მაგრამ წითელ მაგიაში ეს ასე არ ხდება. შენ უბრალოდ თავს აყვარებ ადამიანს, შენ არანაირად არ ზღუდავ მას და მითუმეტეს არ იმონებ მას.
თუ გსურთ სერიოზული შავი მაგიით დაკავება, მაშინ იყოთ ფრთხილად. თქვენ არამხოლოდ იმ არსებას აყენებთ ზიანს, არამედ თქვენს თავსაც.
მე გირჩევთ შავი მაგიის შემდეგ საქმეებში გამოყენებას:
  • კოშმარის გამოწვევა,
  • “თარსი პარასკევის” რიტუალი,
  • ენერგიის მითვისება,
  • ბედურების შელოცვა,
  • უიღბლობის გამოწვევა,
  • სულის დმორჩილება.


ხოლო ქრისტიანული ლექსიკონის მიხედვით ჯადოქარი არის:
მრავალ, განსაკუთრებით, პრიმიტიულ, კულტურაში თემის გარეთ მცხოვრებ ცალკეულ მამაკაცებს (რომელთაც ამ სახელით მოიხსენიებენ) ზებუნებრივი უნარების მატარებლებად მიიჩნევენ და სწამთ, რომ მათ ძალუძთ: ბუნების საიდუმლოებათა ცოდნა (ძირითადად დაკავშირებული ზეციურ სხეულთა მოძრაობასთან და სამკურნალო და მაგიური თვისებების მქონე მცენარეებთან), გარდაცვლილთა სულებთან ან დემონებთან კონტაქტის დამყარების უნარი, ოფიციალურ კულტს მიღმა მყოფ განსაკუთრებულ რიტუალთა ცოდნა (მაგალითად, სასიყვარულო შელოცვები). ცრურწმენათა თანახმად, ამ ადამიანებს უნარი შესწევთ, მაგიურ საშუალებათა დახმარებით დადებითად ან უარყოფითად იმოქმედონ თემზე.ასეთივეა ჯადოქარი ქალიც.

ერთერთი ქრისტიანული წიგნის მიხედვით:"ჩვენს დროში ყველა ეს ბოროტება უჩვეულოდ გავრცელდა, თუმცა სულიერი ცხოვრების უმეცარი ადამიანები ამას შორეული წარსულის გადმონაშთად და ზღაპრებადაც კი მიიჩნევენ. მაგრამ დღეს იგივე ჯადოქრები, მაგები, მოგვები, მჩხრიბავები, შემლოცველები უკვე თანამედროვე ტანსაცმელში გამოწყობილნი, თვითმფრინავებითა და მატარებლებით დაქრიან სხვადასხვა ქალაქებში, ყველგან გაუგონარ პატივს იხვეჭენ და მსოფლიოს უმეტეს უზარმაზარ ტერიტორიებზე ავრცელებენ თავიანთ ჯადოქრობას. ამისთვის სარგებლობენ ტელევიზიით, რადიოთი, გაზეთებით, ბროშურებით, სარეკლამო პროსპექტებით -- მოკლედ, ყველგან სულიერ სიკვდილს თესავენ, აჰიპნოზებენ და სატანის მონობაში აქცევენ ადამინთა სულებს, რითაც ანტიქრისტეს დიდ არმიას უმზადებენ.
  ადამიანები კი ისეთ სულიერ სიბრმავეს შეუპყრია, რომ მრავალი ჩვენი და და ძმა, ვისთანაც სარწმუნოებრივი ერთობა გვაკავშირებს, სატანის ამ მსახურებას თავიანთ "კეთილისმყოფელებს", "მკურნალებს" და "მასწავლებლებს" უწოდებს, მილიონობი ადამიანი პერიოდულად საკუთარ აბზე ზემოქმედების ნებას აძლევს ბიღაცას ამ ზემოქმედების წარმომავლობა და შედეგები კი მათთვის სრულიად უცნობია. სინამდბილეში ესაა დახვეწილი ფსიქოლოგიური და ოკულტური ცდები, სულიერი სამყაროს ყველაზე საშიში ძალების გამოვლენა.
  თანამედროვე ოკულტურ და სპირიტუალისტურ ცდებს უკვე სხვა სახელები ჰქვიათ, მაგრამ არსით იგივენი რჩებიან, თუმცა მათი ცბიერება კიდევ უფრო დახვეწილი ხდება -- ბოროტი სულები მეტ გამოცდილებას იძენენ და უფრო სრულყოფილად ეუფლებიან ადამიანთა სულების დაღუპვის ხელოვნებას. დღეს ეს ოკულტური ცდები მეცნიერული ტერმინებით ინიღბება, რომლებშიც არ ჩანს მაი კავშირი რაიმე რელიგიურ სისტემასა ან სულებთან. ეს ტერმინებია_ "ექსტრასენსი", "ბიო-ველი", "აქტიური ველი", "ფსიქიკური ენერგია", "ასტრალი", "ქარიზმატული აღორძინება", "მიკროკოსმოსი" და სხვა, მაგრამ რატომღაც არავინ ახსენებს იმ არსებებს, რომლებიც საბრალო ადამიანის მცდელობისა და ძალისხმევის გარეშეც მუდამ მზად არიან უჩვენონ მათ ათასგვარი სასწაული, სანაცვლოდ კი ერთადერთ რამეს -- ნდობასა და ყურადღებას მოითხოვენ საკუთარი თავისა და თავის მსახურთა მიმართ, აგრეთვე დედა ეკლესიის ხმის უგულებელყოფას. წმინდა მამების ერთსულოვანი აზრით, ეშმაკი სწორედ ადამიანის ყურადღების მიპყრობას ცდილობს, რადგან ესაა ერთადერთი კარი, რომლითაც მას სულში შეღწევა ძალუძს. ახლა კი უმრავლესობას შინა ჰყავს ცბიერი მჩხიბავი -- ტელევიზორი, რომელიც ტელემაგიის სეანსს გადმოსცემს. ამ გადაცემის მიმართ ზერელე ყურადღებაც კი ადამიანს ძარცვავს და სულიერი ძალადობის მსხვერპლად აქცევს.
  არც ერთი სულიერი მოვლენა არა არის უსახო: იგი ან ღმერთისგანაა ან სატანისგან. ის მოვლენები, რომლებიც ღმერთისგანაა, სრულიად ნათელი და გარკვეული თვისებებით ხასიათდება: ესაა სწავლება სინანულზე, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, სიმდაბლეზე, საუკუნო ცხოვრებაზე. მობლენა რომელსაც ეს თვისებები არ ახლავს, ჭეშმარიტად ეშმაკისგანაა, რა სახელითაც არ უნდა ინიღბებოდეს იგი. ვისაც კურნების მადლი ღმერთისგანააქვს მინიჭებული, ის თავისი პაციენტისგან შეგნებულ, მართალ სარწმუნოებას და ამ სარწმუნოების მიხევით ცხოვრებას მოითხოვს, ხოლო ეშმაკის მსახური "მკურნალები", სულ ერთია, სოფლის მკითხავები იქნებიან ისინი, ინდოელი იოგები თუ "ძლიერი ბიო-ველის მქონე" თანამედროვე ექსტრასენსები, "ორმოცდაათიანელები", ანდა სხვა სექტანტები, რომლებიც ქრისტიანული სახელწოდებით ინიღბებიან, საერთო ერთი აქვთ: მათ არც ნათელი, შეგნებული სარწმუნოება სჭირდებათ და არც სარწმუნოების მიხედით ცხოვრება. ისინი კაცისგან ერთადერთ რამეს მოითხოვენ -- თავდავიწყებას მიეცეს, მოდუნდეს და მთლიანად დაემორჩილოს უხილავი სულის ნებას. ნათელი, ცხადი სარწმუნოება მათ შუასაუკუეობრივ გადმონაშთად მიაჩნიათ, რომელიც დღეს უკვე აღარავის სჭირდება. მათი დევიზია "რაც გინდა ის იწამე, ოღონდ ჩემი რეცეპტებით იმკურნალე", ხოლო მათი სულიერი მეთოდები, ქრისტიანულისაგან განსხვავებით, ჭმინდა წყლის ტექნიკურ ხერხებს ემყარება. ესაა მაგიური ფორმულების აუზრო გამეორება, რაიმე "მოჯადოებული" ნივთიერების, მაგალითად "ბიო-ველით დამუხტული" წყლის, აგრეთბე სხეულის გარკვეული პოზების და სხვა ფიზიოლოგიური ვარჯიშების გამოყენება, რომელთა დროსაც ადამიანის ნება და გონება სრულიად მოდუნებულია და ეშმაკის გავლენას ემორჩილება.
   ეშმაკი არის მამა ტყუილისა, ამიტომ მისი მსახურნი ადამიანს სრულიად ყალბ წარმოდგენას უქმნიან საკუთარ თავზე. ისინი ასწავლიან, რომ ადამიანში არსებობს დაფარული შესაძლებლობები და საჭიროა მხოლოდ მათი აღმოჩენა. სინამდვილეში ადამიანის ყველა სულიერი უნარი და შესაძლებლობა ამა თუ იმ სულის მოქმედების ნაყოფია, ხოლო თავისთავად ადამიანი, თავისი დაცემული, ცოდვით სერყვნილი ბუნებით იმდენად უძლური და უმნისვნელოა, რომ ერთადერთი რამ ძალუძს: მიიღოს ან უარყოს რომელიმე ამ სულის გავლენა და აირჩიოს, ვისთან იყოს -- ღმერთთან თუ სატანასთან. და თუმცა მაცხოვარი პირდაპირ და გარკვევით ამბობს: "თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი." ეშმაკები და მათი მსახურნი ერთთავად ადამიანის უზარმაზარ სულიერ შესაძლებლობაზე ლაყბობენ. ქრისტიანული სიმდაბლის -- საკუთარ თავზე სწორი შეხედულების საპირისპიროდ ისინი ადამინს ამპარტავნებასა და თავდაჯერებას უნერგავენ, რადგან იციან, ამით იგი ყოველგვარ მტკიცებებსა და ცრუ სასწაულებზე მეტად განეშორება ღმერთს და საუკუნო წარწყმედისკენ მიექანება. როდესაც კაცი კუდიანებს მიმართავს დასახმარებლად, მას უკვე აღარ აინტერესებს წმინდა წერილი და მხოლოდ რომელიმე ახლადმოვლენილი "სასწაულმოქმედის" ჩადენილ "სასწალებზე" ლაპარაკობს, თანაც მხურვალედ ოცნებობს, რომ რაიმე მსგავსი მასაც შეემთხვეს, წმინდა ეკლესიის მთელი სწავლება კიმისთვის უცხო, პირქუში და უინტერესო ხდება. ასეთი ადამიანის გული კვდება სინანულისათვის, ის ვეღარ ხედავს საკუთარ ცოდვებს, ხოლო ვინც უფრო ღრმად შეტოპავს ამ "მისტიკურ ნარკომანიაში", იმას უარესი მოელის: ეშმაკების გამოცხადება, მათი ხილული თანაყოფნის განცდა, ფიზიკური გვემა, უმძიმესი დეპრესიები და ბოლოს თვითმკვლელობა ანდა საზარელი ბოროტმოქმედება. მაგრამ ყველაზე საშინელი საფრთხეა სულის საუკუნო წარწყმენდა, თუ კაცი არ მოეშვება ბოროტ სულთან ურთიერთობას და არ შეინანებს.
   მართალია, გრძნეულები დღეს ხშირად იყენებენ ქრისტიანულ ტერმინოლოგიას, ზოგი იქადეც კი მიდის, რომ მხოლოდ მონათლულებს მკურნალობს, მაგრამ ეს მხოლოდ ხერხია, ცხვრის ტყავში გამოხვეული მგლის მზაკვრობა, რადგან სადაც სინანულსა და საუკუნო ცხოვრებას არ ქადაგებენ, იქ არ შეიძლება იყოს რაიმე ეკლესიური, ქრისტიანული, ღვთაებრივი. თვით ამ გრძნეულთა "ლოცვები" არაფრით ჰგვანან საეკლესიო ლოცვებს, არამედ სიბნელით, იდუმალებითა და უაზრობით არიან აღვსილი. "ღმერთი ნათელ არს და ბნელი არა არს მის თანა არცა ერთ", ხოლო იქ, სადაც ყოველივე ბნელია, ღმერთის ადგილი აღარაა.
   ზოგჯერ ეს გრძნეულები ავადმყოფს მდგომარეობას უმსუბუქებენ ან სხვა რაიმე "დახმარებას" უწევენ, მაგრამ ერთ სატკივარს უშველიან თუ არა, მეორე წამოყოფს თავს, ავადმყოფი ხან შედარებით უკეთ არის, ხან უარესად, და ისიც გაუთავებლად დადის ამ "მკურნალებთან", რითაც ეშმაკის სულ უფრო ძლიერი გავლენის ქვეშ ექცევა. ნუ უხუმრებით ეშმაკის მკურნალებს, ნურავითარ ცნობისმყვარეობას ნუ გამოიჩენთ მათ მიმართ, ნუ ივლით "ჰიპნოზიორებთან" ვითომ უბრალოდ, ინტერესის გამო, და ნურც მათ ტელესეანსებს უყურებთ. უმცირესი ყურადღება "ეშმაკის სამზარეულოს" მიმართ, თუნდაც ყოველგვარ თანაგრძნობას მოკლებული, შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს თქვენი ამქვეყნიური და საუკუნო ცხოვრებისათვის. თვით ასეთი უბრალო "ცნობისმოყვარეობა" უკვე მძიმე ცოდვაა ქრისტიანული სარწმუნოებისა და სინდისის წინაშე, ყოვლად მოწყალე ზეციერი მამის შეურაცყოფა, მის მიმართ უმადურობა."

დღეისთვის მგონი საკმარისია... იმედია დაგაკმაყოფილათ.
ლილი.

Sunday, November 22, 2015

 ესეიგი, ერთმა მეგობარმა მთხოვა დამედო სტატია სულის გამოძახების შესახებ, ეს არარის მარტივი საქმე, არც სასაცილო და მასხრად ასაგდები, სახიფათოცაა და შეიძლება ცუდი შედეგებიც მოყვეს მაგრამ მათი გადასაწყვეტია ვინც ამას გააკეთებს. გახსოვდეთ საკუთარ თავზე არვიღებ თქვენს სიცოცხლეს,დავიწყოთ.


 სეანსის დაწყებამდე  მნიშვნელოვანია გახსოვდეს შემდეგი:
  • თუ საკმაოდ გამბედავი ადამიანი ხარ, თავისუფლად შეგიძლია მარტომაც ისარგებლო ამ უწყინარი გასართობით, მაგრამ, უმჯობესია თუ მინიმუმ 2 ადამიანი მაინც იქნებით. ზოგადად კი რაც მეტი ადამიანი შეგროვდებით მით უფრო ეფექტური იქნება სეანსი. ოღონდ მნიშვნელოვანია სერიოზული განწყობის შენარჩუნება! სთხოვეთ  თქვენს მეგობრებს, რომ ამ ამბავთან სერიოზული დამოკიდებულება გამოამჟღავნონ და დროებით მაინც მოეშვან ხუმრობას;
  • დაგეგმეთ სეანსი ღამის ან შუაღამის საათებში. ასეთ დროს უფრო მეტად გაადვილებულია კონტაქტი სულიერ სამყაროებთან;
  • უშუალოდ სეანსის დაწყების წინ გამორთეთ შუქები, ჩააბნელეთ ოთახი (ოღონდ ისე არა, რომ ანბანის ასოებიც ვერ დაინახოთ :D ); შეგიძლიათ გამოიყენოთ დეკორატიული სანთლებიც – ნებისმიერი ფერის. 
  • აუცილებლად გამორთეთ ან უხმო რეჟიმზე დააყენეთ მობილური ტელეფონები;
  • მიზანშეწონილი არაა უშუალოდ სეანსის წინ მძიმე საკვების ან ალკოჰოლის მიღება;
მაშ ასე, ვსხდებით მაგიდის (სასურველია მრგვალი) გარშემო, ვიხსნით ყოველგვარ სამკაულს, ჩავკიდებთ ერთმანეთს ხელებს, ფეხებს ვაჯვარედინებთ და ვიწყებთ… ახლა კი გეტყვით თუ რას ვიწყებთ :D ანუ როგორ უნდა დავამზადოთ სულების გამოსაძახებელი დაფა…
***ვიღებთ ჩვეულებრივ კარდონს (შესაძლებელია იყოს გამოყენებული “ბანბანერკა” ან რამე სხვა ყუთი); ზომას თავად არჩევთ მონაწილე ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე – რაც მეტი ხართ, მით უფრო დიდი დაგჭირდებათ. გამოუვალ მდგომარეობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ თაბახის ფურცელიც:
***იმ მხარეზე, სადაც არაფერი წერია ვწერთ ანბანის ყველა ასოს საათის ისრის მიმართულებით; hqdefault
*** მათ ქვემოთ კი ციფრებს 0-დან 9-ის ჩათვლით
*** დაფის ზევითა ზევითა კუთხეებში მარჯვნივ და მარცხნივ ვწერთ: დიახ და არა;
*** შესაბამისად ქვედა მარჯვენა და მარცხენა კუთხეებში კი : “გამარჯობა” და ნახვამდის”.
თქვენი დაფა მზადაა!! მომავალში შეგიძლიათ ის სხვადასხვა მხატვრული ატრიბუტიკით გააფორმოთ სურვილისამებრ:

550px-Create-a-Ouija-Board-Step-1
ხლა ვიღებთ ნებისმიერ პატარა ზომის თეფშს (მაგალითად ყავის ფინჯანის), ოღონდ აუცილებლად თეთრს და მასზე გამურვის მეთოდით, ნახშირით ვახატავთ ისარს. თუ გამურვა გაგიჭირდათ, შეგიძლიათ შავი ფლომასტერი გამოიყენოთ :)
36
თითს ოდნავ ახებთ თეფშს.დასაწყისისთვის უნდა წარმოვთქვათ შელოცვა:მკვდარი სულების მეუფევ, გთხოვთ გამოიძახოთ (აქ ვამბობთ სასურველი პირის სახელ-გვარს) სული და ონავი პაუზის შემდეგ ვეკითხებით: გამოძახებულია?
გაგიკვირდებათ და თეფში ამოძრავდება და პასუხს გაგცემთ, ან კი, ან არა.
სასურველია სული უკან დააბრუნოთ იგივე შელოცვით.არ დაგავიწყდეთ ბოდიშის მოხდა შეწუხებისათვის.შეგიძლიათ დაფაც უსაფრთხო ადგილას შეინახოთ მომავალი სეანსებისთვის!
წყარო:თეთრი და შავი მაგია.
იმედია დაგაკმაყოფილათ ზემოდხსენებულებმა <3
ლილი.



სატანიზმი… პირველად რა გახსენდებათ ამის გაგონებაზე? გატყავებული კატები? საშინელი რიტუალები და ბოროტების მსხაურება? ვითომ, მართლა ესეა? ქვემოთ მოყვანილია სატანისტების და სატანიზმის წესები ცოდვები და საფუძვლები, რომლებიც დარწმუნებული ვარ ოდნავ მაინც შეცვლის თქვენს წარმოდგენას სატანიზმზე და მათ მიმდევრებზე, ასევე ბევრ მცდარ შეხედულებას კითხვისნიშნის ქვეშ დააყენებს
სატანიზმის საფუძვლები

  1. სატანა განასახიერებს წაქეზებას ნაცვლად თავშეკავებულობისა.
  2. სატანა განასახიერებს ცხოვრებისეულ ყოფას ნაცვლად სულიერი ილუზიებისა.
  3. სატანა განასახიერებს შეუბღალავ სიბრძნეს, ნაცვლად ფარისევლურად თავის მოტყუებისა.
  4. სატანა განასახიერებს სიყვარულს მათთვის ვინც ამას იმსახურებს, ნაცვლად მლიქვნელებზე დახარჯული სიყვარულისა.
  5. სატანა გასანსახიერებს შურისძიებას ნაცვლად მეორე ლოყის მიშვერისა.
  6. სატანა განასახიერებს პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობიანების მიმართ, ნაცვლად ფსიქიკურ ვამპირებზე ზრუნვისა.
  7. სატანისთვის ადამიანი წარმოადგენს მხოლოდ და მხოლდ მორიგ ცხოველს, რომელიც ზოგჯერ უკეთესი, ხოლო უმეტეს შემთხვევაში კი იმათზე უარესია რომლებიც ოთხ ფეხზე დადიან, რომელიც თავისი “განვითარების, სულიერების და ინტელექტის” ხარჯზე ყველაზე ცოდვილ ცხოველად იქცა.
  8. სატანა წარმოადგენს ყველა ე.წ. ცოდვას, თუ მათ ფიზიკური, გონებრივი, ან ემოციონალური სიამოვნება მოაქვთ.
  9. სატანა ეკლესიისათვის საუკეთესო მეგობარი იყო, რადგან ის, მთელი ამ წლების განმავლობაში, ხელს უწყობდა მათ ბიზნესს.
დედამიწაზე ცხოვრების 11 სატანისტური წესი
  1. ნუ დააფიქსირებ საკუთარ მოსაზრებას და ნურავის მისცემ რჩევას, თუ შენთვის არ უთხოვინათ ამის გაკეთება.
  2. ნუ მოუყვები სხვებს საკუთარი უსიამოვნებების შესახებ, თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ მათ ამის მოსმენა უნდათ.
  3. სხვის ბუნაგში ყოფნისას, მეპატრონეს პატივი ეცი, თუ არა და იქ მეტი ნუღარ გამოჩნდები.
  4. თუ სტუმარი შენს ბუნაგში გაჯავრებს, გაუსწორდი მას სასტიკად და უმოწყალოდ.
  5. ნუ გააკეთებ სექსუალურ ავანსებს, თუ საამისო მიპატიჟების სიგნალი არ მიგიღია.
  6. ნუ აიღებ იმას, რაც შენ არ გეკუთვნის, თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ ეს ნივთი მის პატრონს ტვირთად აწევს და მის თავიდან მოშორებას ლამობს.
  7. ნუ უარყოფ მაგიის ძალას თუ შენ ის წარმატებით გამოიყენე, თუ წარმატების შემთხვევაში, შენ მაგიას უარყოფ, წაგერთმევა ყველაფერი რასაც მიაღწიე.
  8. ნუ დაიწყებ იმაზე ჩივილს, რაც შენ არ გეხება.
  9. პატარა ბავშვებს ნურაფერს დაუშავებ.
  10. არ მოკლა არაადამიანური წარმოშობის ცხოველები, თუ ისინი არ დაგესხნენ თავს, ან საჭმელად არ გჭირდება.
  11. გაშლილ ადგილას სიარულისას, ნურავის შეაწუხებ. თუ ვინმე გაწუხებს, სთხოვე რომ გაჩერდეს, თუ არ გაჩერდა _ გაანადგურე.
სატანისტური ცოდვები
სატანისტური “ცოდვები”, უფრო სწორად კი თვისებები, რომელიც არ უნდა გააჩნდეს სატანისტს არის:
  1. სისულელე.
  2. პრეტენზიულობა.
  3. სოლიფსიზმი.
  4. საკუთარი თავის მოტყუება.
  5. ჯოგური კონფორიზმი.
  6. შეხედულებების ფართე არეალის არქონა.
  7. წინა თაობების გამოცდილების არცოდნა.
  8. კონტრპროდუქციული სიამაყე.
  9. არაესთეტიურობა

სატანიზმი როგორც ორგანიზებული სექტა მეჩვიდმეტე საუკუნემდე არ გვხვდება. მე-17 საუკუნიდან კათოლიკურმა ეკლესიამ მღვდლების დევნა დაიწყო, რომლებსაც ბრალს დებდნენ მაგიური, ბოროტი ძალის გამოყენებაში. ასევე მეჩვიდმეტე საუკუნეში პირველად დაიბეჭდა მაგიის წიგნი The Grimoire of Honorius რომელშიც დაწერილი იყო დემონის გამოსაძახებელი ლოცვები.
მეთვრამეტე საუკუნეში სატანიზმის მიმდევრები ნაკლებად გვხვდება. ინგლისში კლუბ Hellfire ს წევრებს ხშირად მოიხსენიებდნენ სატანისტებად, მაგრამ სერ ფრანცის დაშვუდის მიერ დაარსებული კლუბის წევრები სულაც არ იყვნენ სატანისტები. ისინი უბრალოდ ეწეოდნენ ისეთ ცხოვრებას რომელიც საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო.

მეცრამეტე საუკუნის ყველაზე გამოჩენილი სატანისტი Joseph Boullan ია. იგი კარმელის ეკლესიის მთავარი მღდელი გახდა და მრევლთან ერთად შავი მაგიის გამოყენება დაიწყო.
კარმელის ეკლესია Eugene Vintras ის მიერ დაარსდა. 1839 წელს ვინტრასმა განაცხადა რომ მას ქონდა ხილვა სადაც მთავარანგელოზ მიქაელისგან და სულიწმინდისგან მიიღო ცნობა რომ მას უნდა დაეარსებინა ახალი რელიგია. ( გამოდის რომ სატანიზმი თავად მთავარანგელოზების მიერ ყოფილა შექმნილი )
ძველი სატანიზმის მიმდევრებს უფრო შავი მაგიის გამო ეძახდნენ სატანისტებს. დაზუსტებით არ ვიცი ისინი თაყვანს სცემდნენ თუ არა ლუციფერს. თუმცა “ბნელი ძალების” გამოყენების გამო ისინი საზოგადოებისთვის სატანისტები იყვნენ.


თანამედროვე სატანიზმი
თანამედროვე სატანიზმის ყველაზე მრავალრიცხოვანი მოძრაობა 60 იან წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო. მორაობის წინამძღოლი ანტონ ლავეი იყო. მან 1966 წელს სან ფრანცისკოში სატანის ეკლესია დაარსა რომელმაც ძალიან მალე მიიქცია მედიის ყურადღება. ეკლესიის სიმბოლოდ ამოტრიალებული პენტაგრამა აირჩიეს რომელსაც ბაფჰომეტს ეძახდნენ. ლავეი რიტუალებისთვის ენოქიურ ენას იყენებდა.
ეკლესიას მალევე გაუჩდნენ მიმდევრები. ისინი ძირითადად საშუალო კლასის წარმომადგენელი ოკულტისტები, რასისტები და პოლიტიკოსები იყვნენ. ერთი წლის შემდეგ მათი რიცხვი 25 000 აღემატებოდა და მათ რიგებში გამოჩენილი ადამიანებიც იყვნენ


ჰოო და კიდევ ერთი, იცოდით რომ პირველი სატანისტის ძარღვებში ქართული სისხლი ჩქებს?  ის თავს გარდა ქართველობისა რუმინელად ფრანგად და ებრაელადაც მიიჩნევდა.
ის 1930 წლის 11 აპრლის დაბადებული ენტონ სზანდორ ლეივი იყო.

სულესიყო. მადლობა თემუკას რომ მოგვმართა. ველი კიდევ სხვა იდეებს..
ლილი. <3

ვამპირები_ესენი არიან მითოლოგიური ან ფოლკლორული არსებები. ხშირად, გამოცოცხლებული ადამიანის ცხედრები, რომლებიც ადამიანისა და/ან ცხოველის სისხლით იკვებებიან. ამას გარდა, ვამპირები ხშირად არიან სხვადასხვა მხატვრული ფილმისა თულიტერატურის გმირები. თუმცა, ვამპირები მხატვრულ ლიტერატურასა და მითოლოგიაში ოდნავ განსხვადებიან. ფოლკლორში ეს ტერმინი, როგორც წესი, დასავლურევროპული ლეგენდების სისხლისმწოველა არსებების მიმართ გამოიყენება, თუმცა ხშირად ვამპირებს მათ მსგავს არსებებსაც უწოდებენ სხვა ქვეყნების კულტურებიდან. ყველა გადმოცემაში ვამპირის დამახასიათებელი თვისებები ძლიერ განსხვავებულია. ზოგიერთ კულტურაში გავრცელებულია ისტორიები არაადამიან ვამპირებზე, მაგალითადღამურებზეძაღლებსა და ობობებზე.

ვამპირები გაცოცხლებული ადამიანის ცხედრები არიან, რომლებიც ადამიანისა და ცხოველის სისხლით იკვებებიან.  მათი სისხლიანი “მოღვაწეობის” შესახებ ბევრი ლეგენდა არსებობს. თუმცა, თანამედროვე  ხელოვნებაში, კინოში, თეატრსა თუ შოუებში ეს თემა აქტუალური გახადა მე-19 საუკუნის ირლანდიელი მწერლის – ბრემ სტოკერის ნაწარმოებმა “დრაკულა”. რომანი  სწრაფად გახდა ბესტსელერი და დღემდე იქცევს საზოგადოების ყურადღებას. დრაკულას პროტოტიპი მე-15 საუკუნეში მცხოვრები რუმინელი თავადი, ვლად III ცეპეში იყო. თავადმა სახელი გამორჩეული სისასტიკით გაითქვა.  ნაწარმოების  მიხედვით, მეფემ თავადი დრაკონის ორდენით დააჯილდოვა. სწორედ აქედან მოდის მისი მეტსახელი “დრაკულა”. ვლად პეცეში სიკვდილის შემდეგაც განაგრძობდა სიცოცხლეს, რისთვისაც მას მუდმივად სჭირდებოდა ადამიანის სისხლი. მაგრამ საინტერესოა, რა ხდებოდა სინამდვილეში? რატომ უკავშიდება თავდის სახელი ვამპირიზმს, მისი ასთი იმიჯი ავტორისეულ ჰიპერბოლას უნდა დავაბრალოთ თუ მართლაც ”სისხლის მსმელი” იყო ვლად III? ზოგიერთი წყაროს მიხედვით, დრაკულა ნიშნავს - "დრაკონის ძეს"; მას ხალხი დრაკონის შვილად მოიხსენიებდა ზედმეტი მრისხანებისთვის, თუმცა, მე-15-მე-16 საუკუნეებში ბევრი ძლევამოსილი ევროპელი თავადი გამოირჩეოდა ამგვარი მრისხანებით. საქვეყნოდაა ცნობილი უნგრელი ქალბატონი ელიზაბეტ ბატერი  იგივე - სისხლიანი ლედი. იგი ისტორიაში შესულია როგორც ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელი. ელიზაბეტი მის ოთხ მოსამსახურესთან ერთად დამნაშავედ ცნეს ასობით გოგონასა და ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის. ჯამში მათი რაოდენობა 600-მდეა. თავდაპირველად ის მხოლოდ სცემდა თავის მოსამსახურე გოგონებს, თუმცა მაშინდელი უნგრელი თავადებისთვის ეს ჩვეული საქციელი იყო. მშობიარობის შემდეგ, მას გაუუარესდა ფსიქიკური მდგომარეობა და  სასახლეში მოსამსახურეების წამებით ირთობდა თავს, უფრო მოგვიანებით კი ელიზაბეტი სიბერის შიშმა შეიპყრო. ის წამებით კლავდა  გოგონებს, ფეხებით კიდებდა გვამებს, ახალგაზრდობის დაბრუნების იმედით ელიზაბეტი მათ სისხლს სვამდა და საბანაოდ იყენებდა. მისი სასახლიდან სისტემატიურად გამოდიოდა კივილისა და გმინვის ხმები, მაგრამ ბატერების გვარი, იმ დროისთვის იმდენად გავლენიანი და ისეთი მდიდარი იყო, ვერავინ ბედავდა გაერკვია რა ხდებოდა შიგნით. ელიზაბეტის ვამპირული საქციელი კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა ერთი შემთხვევა. ერთერთმა ნაწამებმა გოგონამ მისი სასახლიდან გაქცევა შეძლო.   1610 წელს 50 წლის ელიზაბეტ ბატერი გაასამართლეს, მისი გავლენის გამო სიკვდილით დასჯის განაჩენი მხოლოდ მის თანამონაწილე 4 მსახურს გამოუტანეს, გრაფინია კი  დაატყვევეს თავისივე სასახლეში, სადაც სიცოცხლის უკანასკნელი 4 წელი მარტოობაში გაატარა. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, ასეთი სასტიკი თავადები წარმოშობდნენ ხალხში ლეგენდებს ვამპირების შესახებ. ამგვარი ლეგენდები  გარკვეულ ფორმირებას განიცდიდა საუკუნეების განმავლობაში.  კიდევ ერთი რამ, რაც ვამპირიზმის არსებობას ხორცს ასხამდა, იყო საიდუმლო გაერთიანებები და საძმოები, რომლებიც ხშირად შავი მაგიის მსახურები ან იყვნენ ან ბოროტ ძალებთან კავშირში იყვნენ დადანაშაულებულები. სხვათაშორის, “დრაკულას” ავტორიც – ბრემ სტოკერი, რომელიც პირველად ალაპარაკდა ვამპირიზმის მისტიკურ საიდუმლოებაზე, მაგიური ორგანიზაციის “ოქროს აისის” წევრი იყო. ორგანიზაცია დაარსდა ინგლისელი მასონების მიერ. მასში გაერთიანებულები ეზოთერიზმის ყველაზე საშიში მხარის შესწავლით იყვნენ დაკავებული. ორგანიზაციაში გაერთიანებული იყვნენ იმ დროისთვის პოპულარული ინგლისელი მწერალი ბულვერ ლიტონი და სისატიკით და ბოროტებით განთქმული ოკულისტი ალისტერ კროული. “ოქროს აისის” გავლენა სწრაფად ვრცელდებოდა კულტურის სხვადასხვა მოღვაწეებზე, რომელთა მიერაც შემდგომში გავრცელდა სიუჟეტები ვამპირებზე, მოჩვენებებზე, შავ წირვასა და სხვა მსგავს მისტიკურ საიდუმლოებაზე. ისტორიამ შემოგვინახა სხვადასხვა მისტიური ვამპირების სახელებიც. ევროპაში ყველაზე ცნობილია: ალპი — გერმანული სული-ვამპირი, რომელიც მამრობითი სქესისაა, ხშირად იგი ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ნათესავის სულია და უმეტესად დემონია. ალპებად შეიძლება იქცნენ ბავშვებიც, რომელთაც ორსული დედა ცხენის ფაფარის საშუალებით იშორებს. შუა საუკუნეებში ალპი კატის, ღორის, ფრინველის თუ სხვა ცხოველის სახით ჩნდებოდა; მათ შორის, ლექორუსის — დემონი-ძაღლის სახით კელნში და ამგვარად უკავშირდება მაქციასაც. ნებისმიერ განსხეულებაში ალპი შლაპას ატარებს; სვამს მოზრდილთა და ბავშვების სისხლს, თუმცა უპირატესობას ქალის რძეს ანიჭებს. აფრიკის ქვეყნებში ცნობილია ვამპირის სული - აძე  რომელიც  „მფრინავი ცეცხლის“ სახით დაფრინავს, მაგრამ თუკი მას დაიჭერენ, იგი ადამიანის იერს იღებს. იგი სვამს სისხლს, პალმის წვენს და ქოქოსის წყალს; ასევე, ნადირობს ბავშვებზე.  უნდა აღვნიშნო, რომ ”სატაანისტურ  ბიბლიაშიც” კი , რომელიც მე-20  საუკუნის შუახანებში ამერიკელმა ანტონი ლავეიმ შექმნა სატანის თერთმეტი წესიდან მეცხრე ასეთია: ნუ ავნებ ბავშვს! როგორც ჩანს, ადამიანები ვამპირებს უკიდურესად ბოროტ ძალად მოიაზრებენ, რადგან მათი უმრავლესობა ბავშვებს ერჩიან.




ესიყო ჩემსმიერ მოპოვებული ინფორმაციები. მაგრამ 

არსებობს ერთერთი მითი რომლის თანახმადაც ვამპირი

ადამიანისა და ანგელოზების ფიზიკური კავშირის

შედეგად გაჩნდნენ. შემდეგ ისინი მთავარანგელოზმა

გაბრიელმა და მიქაელმა უფსკრულში გამოკეტეს და 

ბეჭედი დაადეს, რომლის მეშვეობითაც ისინი წყვდიადს

ვერასოდეს დააღწევდნენ თავს, მაგრამ სატანამ გაიგო

მეორე ბეჭედის არსებობის შესახებ რომელიც სოლომონს

ეკუთვნოდა. იცოდა რომ სოლომონი მას ბეჭედს არ 

დაუთმობდა და ბეჭდის მიღება მოტყუებით და 

ეშმაკობით დააპირა. მას შეუგზავნა ყველაზე ლამაზი 

ქალი, სოლომონი არმოტყუვდა და არდანებდა, მაგრამ

როცა მეორეჯერ გაგზავნა სხვა ქალი უფრო ეშმაკი 

მასთან, სოლომონი მოიხიბლა და სატანამაც მიიღო ის 

რაც უნდოდა. სოლომონის ბეჭდის საშუალებით 

გაბრიელისა და მიქაელის მიერ დადებული წყვდიადის 

ბეჭედი გახსნა და ვამპირები და დემონები 

გაანთავისუფლა. ღმერთმა ეს რომ შეიტყო განრისხდა და

მათ მშობლებისა და ერთმანეთისადმი სიძულვილი 

ჩაუნერგა. ისინი ერთამენთს ეომებოდნენ და ხოცავდნენ

და ასე გაანადგურეს მათი უმეტესობა. ხოლო 

გადარჩენილები რომლებიც ძალიან ცოტა 

დარჩენილიყვნენ მსოფლიოში მიმოიფანტნენ. ისინი

აზიის, აფრიკისა და ავსტრალიის ტერიტორიაზე 

დასახლდნენ.




სულესიყო ^-^ იმედია მოგეწონათ.. თურამე კითხვები გაგიჩნდებათ კომენტარებში

დაწერეთ და აუცილებლად გიპასუხებთ, ასევე მოგვაწოდეთ იდეები და გარკვეულ 

ინფორმაციებს დავდებ შეძლებისდაგვარად. გმადლობთ ყურადღებისათვის.

ლილი. <3





გამარჯობათ, მევარ ამ ბლოგის მთავარი და ჯერჯერობით ერთადერთი ადმინი ლილი, არვარ ათეისტი ვარ ჩვეულებრივი ადამინიანი დავდივარ ეკლესიაში და არ ვკლავ კატებს :დ ესეიგი.. ინტერესები მაქვს პარანორმალური მოვლენების შესახებ და ვიცი კიდეც ბევრი რამ ამისშესახებ, ცოტახნისწინ ვნახე ბლოგი სადაც ადამიანები სვამდნენ უამრავ კითხვას მაგრამ პასუხს მხოლოდ რამოდენიმე თუ იღებდა, ასერომ გადავწყვიტე მეც შემექმნა, რატომაც არა? ასერომ, აი მზადარის.
შევეცდები ამომწურავი პასუხები გავცე თქვენს კითხვებს და დავდო ინფორმაციები ამათუიმ მოვლენებზე.
იმედია მოგეწონებათ ჩემი ბლოგი :დ ^--^
სიყვარულით ლილი. <3